ტვინი

ტვინი

среда, 4 апреля 2018 г.


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
ტექსტი  “ Jack  and the beanstalk ”
სწავლების საფეხური
კლასი
(სსსმ  არა) IV კლასი
საგანი
ინგლისური ენა
მასწავლებლის გვარი სახელი
რობაქიძე-არაბიძე ლია
მოსწავლეთა პროფილი
17 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
·         გეცნობიან და წაიკითხავენ ტექსტს
·         ახსნიან უცხო სიტყვებს
·         შეადგენენ წინადადებებს
·         იციან ახლანდელი დრო და მასთან მიმართებაში ავხსნით წარსულ დროს.
ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
უცხ.დ.III.5   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა - წაკითხვა. გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს.
 უცხ.დ.III.6 მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.
  უცხ.დ.III.8 მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერ4ითი კომუნიკაციის განხორციელება. ავსებს ნაკრულ ტექსტს  საჭირო ინფორმაციით.
უცხ.დ.III.15 მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობა. მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას.
შეფასების ფორმები
განმავითარებელი
ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური, წყვილებში
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, დაფა, ცარცი, ფურცელი წინადადებებით
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან ახლანდელი დრო. აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და იციან ის ზმნები, რომლებსაც გამოვიყენებთ ახსნის დროს
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 . გამოწვევა 5 წუთი
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. გამოვიკითხავ განვლუილ მასალას კითხვების საშუალებით:
-         ზმნის რომელი დროები ვიცით?
ü  Was sunny yesterday?
ü  Were the children in scool?
ü  Are there animals on the farm?
ü  Where is the farm?
აქტივობა 2 . „ ხმამაღალი კითხვა“  10 წთ.
მოსწავლეები კითხულობენ ხმამაღლა ტექსტს . პარალელურად ჩემს მიერ დაფაზე იწერება უცხო სიტყვები.
აქტივობა 3 .  10 წთ.
მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს სადაც მოცემულია სწორი და მცდარი ვარიანტის წინადადებები წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე. მოსწავლეებს ვამუშავებ წყვილებში. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ წინადადებებს და გამოთქვამენ სწორ ვარიანტს.
აქტივობა 4 .  გრამატიკულ მასალაზე მუშაობა 15 წთ.
მოსწავლეებს გავაცნობ დროის ფორმებს და შმდეგ ვამუშავებ წყვილებში და დავავალებ ტექსტში მოძებნონ წინადადებები წარსულ დროში. ისინი ახდენენ პრეზენტაციას, დაფაზე ჩამოწერენ მათ მიერ ტექსტიდან ამოწერილ; ზმნებს წარსულ დროში.
აქტივობა 5 . სეჯამება 5 წთ.
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს, რა ისწავლა ახალი, რა დაამახსოვრდათ ამ გაკვეთილიდან. ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას:
ü  ტექსტი კითხვითა და თარგმნით, ახალი
ü  სიტყვები ზეპირად და წერით.
შეფასება
მოსაწავლეებს ვაფასებ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და ვაძლევ მათ განმავითარებელ შეფასებასაც.



суббота, 2 декабря 2017 г.

სსიპ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების რეფლექსია
მონაწილე: ლია რობაქიძე-არაბიძე (ინლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
შეხვედრის თარიღი: 05.09; 12.09; 13.10: 2017 წელი.
ჩვენი სკოლის ფასილიტატორმა. შეხვედრის ორანიზატორმა ქალბატონმა ფიქრია ბასილაძემ გააცნო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მასწავლებელთა კარიერული წინსვლისათვის. შეხვედრა მოიცავდა შემდე მიზნებს:
  • გაკვეთილის დაგეგმვა
  • გაკვეთილზე დაკვირვების ტიპები და ეტაპები
  • შიდასაგაკვეთილო შეფასება და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
  • როგორ შევადგინოთ რეფლექსია
ფასილიტატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ. გაგვაცნო აქტივობები, რომლების უნდა განხორციელდეს სქემის ფარგლებში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა : საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებსა და წარმართვის ძირითად პრინციპეპზე, შეფასების ჯუგფის როლზე და ასე შემდეგ. ყურადღება იქნა გამახვილებული ხუთ მეთოდზე: 
1. აღწერითი დაკკვირვება 
2. ფოკუსირებული დაკვირვება
3.გ უნდური მუშაობა
4. ჩართული დაკვირვება
5. თვითდაკვირვება
ყველა მეთოდი განვიხილეთ ცალ-ცალკე. ნათელი გახდა, რომ საჭიროა ვიცოდეთ დაკვირვების სამი ტიპი:
  1. დაკვირვების წინა შეხვედრა
  2. გაკვეთილზე დასწრება
  3. გაკვეთილის შმდგომი შეხვედრა
ფასილიტატორმა მოგვცა გარკვევით ინფორმაცია, რომ გაკვეთილის დაგემვის შემთხვევაში მთავარია მიმართვა შეფასების ჯგუფთან, განრიგის დამტკიცების ბრძანება, გაკვეთილის გეგმის წარდგენა შეფასების ჯუფისათვის, გაკვეთილის დასწრების პროცესი, თვითშეფასება მასწავლებლის მიერ, გაკვეთილის შმდგომი შეხვედრა, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გაკეთება.
მნიშვნელოვანია ვადების და პირობების დაცვა, რათა ჩატარებული გაკვეთილი შეფასდეს დადებითად. 
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული სტანდარტულ და სამოდელო გაკვეთილებზე. ფასილიტატორმა გაგვაცნო ინტეგრირებული, ინოვაციური, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები. ჯუფებმა შევასრულეთ დავალებები. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადინა პრეზენტაცია და მივეცით ერთმანეთს რჩევები.
მნიშვნელოვანი იყო იმ მიზნის გაცნობა, რომელიც ემსახურებოდა გაკვეთილის გეგმის ჩარჩოს და ძირითად კომპონენტებს. 
მეორე შეხვედრაზე მოვახდინეთ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების დეტალური განხილვა და ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შევაფასეთ რამდენიმე გაკვეთილი. შეფასების მომენტში ჯგუფებმა ერთად ვიმუშავეთ და მუშაობის დასრულების შემდეგ განვიხილეთ ჩვენი შეფასება. მეორე შეხვედრაზე დავალებად მივიღეთ გაკვეთილის გეგმის შედგენა. შევადგინე გეგმა და მივიღე მითითებები, რომლითაც მოვახდინე გეგმის ხელახლა დამუშავება. ამით ნათელი გახდა, თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება, როგორც გაკვეთილის დაგეგმვისას, ასევე ჩატარების დროს.
13.10.17. ჩატარდა მესამე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრა დაეთმო რეფლექსიის წერას. დეტალურად განვიხილეთ, თუ რომელ საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება რეფლექსიის წერისას რათა ის იყოს სრულყოფილი და იძლეოდეს ჩვენი მუშაობის ნათელ ასახვას. 
ეს შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო, ემსახურებოდა პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. კოლეებთან თანამშრომლობას და კარიერულ წინსვლას.

четверг, 16 июня 2016 г.

ტრენინგის   მეცხრე    დღე



1   საკუთარი  პროექტების   წარდგენა

2   ვიდეო   გაკვეთილების   გვერდის   ჩვენება

3   დოკუმენტების   რედაქტირება  google--ს  ფაილში

4   ტრენინგის  შეჯამება   და   სამომავლო  გეგმის  გაცნობა



ჩატარებული  9  მეცადინეობა  იყო  ძალიან  ბევრის  მომცემი   პირადად  ჩემთვის  და  ვფიქრობ  მთელი  ჯგუფისთვის.მასწავლებელი  იყო  ძალიან  მშვიდი,  რაც  ჩვენზე  დადებითად  მოქმედებდა.

воскресенье, 12 июня 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

1 შეფასების  სხვადასხვა  ფორმების  განხილვა  და  მათზე  მუშაობა.

2  პროექტის  გეგმის  შევსება.

1  პროექტის  აქტივობების  შევსება.

2  პროექტის  მსვლელობის  აღწერა.

3  პროექტისათვის  საჭირო  რესურსების  მითითება.


დღევანდელი  დღე  იყო  საინტერესოდ  დამღლელი.

суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის   მეხუთე    დღე

1 პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ
2ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის შესაბამისი მისამართების შეტანა პროექტში
3 პროექტის ატვირთვა ბლოგზე



დღევანდელი   დღე   იყო  ძალიან  შრომატევადი  და  ნაყოფიერიიიიიიიიიიი


პროექტის პრეზენტაცია