სსიპ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების რეფლექსია
მონაწილე: ლია რობაქიძე-არაბიძე (ინლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
შეხვედრის თარიღი: 05.09; 12.09; 13.10: 2017 წელი.
ჩვენი სკოლის ფასილიტატორმა. შეხვედრის ორანიზატორმა ქალბატონმა ფიქრია ბასილაძემ გააცნო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მასწავლებელთა კარიერული წინსვლისათვის. შეხვედრა მოიცავდა შემდე მიზნებს:
- გაკვეთილის დაგეგმვა
- გაკვეთილზე დაკვირვების ტიპები და ეტაპები
- შიდასაგაკვეთილო შეფასება და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
- როგორ შევადგინოთ რეფლექსია
ფასილიტატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ. გაგვაცნო აქტივობები, რომლების უნდა განხორციელდეს სქემის ფარგლებში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა : საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებსა და წარმართვის ძირითად პრინციპეპზე, შეფასების ჯუგფის როლზე და ასე შემდეგ. ყურადღება იქნა გამახვილებული ხუთ მეთოდზე:
1. აღწერითი დაკკვირვება
2. ფოკუსირებული დაკვირვება
3.გ უნდური მუშაობა
4. ჩართული დაკვირვება
5. თვითდაკვირვება
ყველა მეთოდი განვიხილეთ ცალ-ცალკე. ნათელი გახდა, რომ საჭიროა ვიცოდეთ დაკვირვების სამი ტიპი:
- დაკვირვების წინა შეხვედრა
- გაკვეთილზე დასწრება
- გაკვეთილის შმდგომი შეხვედრა
ფასილიტატორმა მოგვცა გარკვევით ინფორმაცია, რომ გაკვეთილის დაგემვის შემთხვევაში მთავარია მიმართვა შეფასების ჯგუფთან, განრიგის დამტკიცების ბრძანება, გაკვეთილის გეგმის წარდგენა შეფასების ჯუფისათვის, გაკვეთილის დასწრების პროცესი, თვითშეფასება მასწავლებლის მიერ, გაკვეთილის შმდგომი შეხვედრა, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გაკეთება.
მნიშვნელოვანია ვადების და პირობების დაცვა, რათა ჩატარებული გაკვეთილი შეფასდეს დადებითად.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული სტანდარტულ და სამოდელო გაკვეთილებზე. ფასილიტატორმა გაგვაცნო ინტეგრირებული, ინოვაციური, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები. ჯუფებმა შევასრულეთ დავალებები. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადინა პრეზენტაცია და მივეცით ერთმანეთს რჩევები.
მნიშვნელოვანი იყო იმ მიზნის გაცნობა, რომელიც ემსახურებოდა გაკვეთილის გეგმის ჩარჩოს და ძირითად კომპონენტებს.
მეორე შეხვედრაზე მოვახდინეთ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების დეტალური განხილვა და ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შევაფასეთ რამდენიმე გაკვეთილი. შეფასების მომენტში ჯგუფებმა ერთად ვიმუშავეთ და მუშაობის დასრულების შემდეგ განვიხილეთ ჩვენი შეფასება. მეორე შეხვედრაზე დავალებად მივიღეთ გაკვეთილის გეგმის შედგენა. შევადგინე გეგმა და მივიღე მითითებები, რომლითაც მოვახდინე გეგმის ხელახლა დამუშავება. ამით ნათელი გახდა, თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება, როგორც გაკვეთილის დაგეგმვისას, ასევე ჩატარების დროს.
13.10.17. ჩატარდა მესამე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრა დაეთმო რეფლექსიის წერას. დეტალურად განვიხილეთ, თუ რომელ საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება რეფლექსიის წერისას რათა ის იყოს სრულყოფილი და იძლეოდეს ჩვენი მუშაობის ნათელ ასახვას.
ეს შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო, ემსახურებოდა პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. კოლეებთან თანამშრომლობას და კარიერულ წინსვლას.
Комментариев нет:
Отправить комментарий